გაიგე მეტი მზის პანელების შესახებ..
ჩვენ გთავაზობთ მზის ელექტროსადგურების სრულყოფილ პროექტირებასა და მონტაჟს, რომელიც პირდაპირ არის მორგებული თქვენს საჭიროებებზე.
უმაღლესი ხარისხის პანელებით, თქვენ შეძლებთ დაზოგოთ ელექტროენერგიის გადასახადი და გაზარდოთ თქვენი ობიექტის ენერგოეფექტურობა.
უახლესი ტექნოლოგიის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის მაქსიმალურ გამომუშავებას ნებისმიერ ამინდში.
მზის პანელებზე ვრცელდება 25 წლიანი ქარხნული გარანტია, ხოლო მონტაჟზე იღებთ ხარისხის სრულ დაზღვევას.
სამუშაოებს ასრულებს სერტიფიცირებული ინჟინრების გუნდი, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
სისტემის მუდმივი დისტანციური მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.
იხილეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე მზის ელექტროსადგურების მონტაჟის, ვადებისა და გარანტიების შესახებ.
პროცესი, პროექტირებიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე, საშუალოდ 2-დან 4 კვირამდე გრძელდება. უშუალოდ პანელების ფიზიკურ მონტაჟს კი ობიექტზე მხოლოდ 1-3 დღე სჭირდება, სისტემის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე.
მზის პანელების უმეტესობას აქვს 25-წლიანი წრფივი მწარმოებლობის გარანტია, რაც ნიშნავს, რომ 25 წლის შემდეგაც ის შეინარჩუნებს სიმძლავრის მინიმუმ 80%-ს. ინვერტორებზე ვრცელდება 5-დან 10 წლამდე სტანდარტული ქარხნული გარანტია. ჩვენი გუნდი ასევე გაძლევთ მონტაჟის ხარისხის სრულ გარანტიას.
მზის ელექტროსადგური არ საჭიროებს რთულ და ძვირადღირებულ მოვლას. რეკომენდებულია პანელების ზედაპირის წელიწადში 1-2-ჯერ გასუფთავება მტვრისგან ან ჩამოცვენილი ფოთლებისგან, რათა შენარჩუნდეს ენერგიის მაქსიმალური გამომუშავება. სისტემის მონიტორინგს კი ნებისმიერ დროს, სმარტფონის აპლიკაციით შეძლებთ.
დიახ, მზის პანელები ენერგიას გამოიმუშავებენ სინათლის ხარჯზე და არა სითბოთი. შესაბამისად, ისინი მუშაობენ ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც (თუმცა შედარებით ნაკლები სიმძლავრით). ქსელს მიერთებული სისტემის შემთხვევაში, ზაფხულში გამომუშავებული ჭარბი ენერგიის რეზერვი შეგიძლიათ სწორედ ზამთრის პერიოდში გამოიყენოთ.